რუფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს დიპლომები მოიპოვეს
29-03-2021
დაკოპირებულია
-
+
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, სკოლის მოსწავლეებმა ნინო გოგნაძე, თამარ გოგნაძე და ილი ოქრუაძემ izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელ ტესტში დიპლომები მოიპოვეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.