გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის აბიტურიენტი დავით ხათრიძე „ეტალონმა“ დააჯილდოვა
29-03-2021
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ხათრიძე ონლაინ-თამაშში - „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
„აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი“ ეს არის უნიკალური დისტანციური ONLINE ინტელექტუალური ინტერნეტ გადაცემა-თამაში, მეყსეული ONLINE შეფასებებით და იქვე გამოვლენილი გამარჯვებულებით, რომლებსაც ახლო მომავალში ძალიან ბევრი წახალისება და პერსპექტივა ელით.
უპრეცედენტო პროექტი „ზუმის“, „ეტალონის“ კითხვების მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა.