კუხის საჯარო სკოლის მოსწავლე თორნიკე ხმალაძეს izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ბრწყინვალე შედეგი აქვს
29-03-2021
დაკოპირებულია
-
+
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, მოსწავლემ - თორნიკე ხმალაძემ izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელ ტესტში 100 ქულა აიღო და ოქროს დიპლომი მოიპოვა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.