მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ქარცეფის საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ - მეოთხეკლასელმა ასტხიკ პილოიანმა და მეექვსეკლასელმა ვაჩაგან პილოიანმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში მონაწილეობა მიიღეს და საკუთარი ცოდნა კიდევ ერთხელ გამოსცადეს.
ქარცეფის საჯარო სკოლა არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურადაა ჩართული და პატარა იზრუნელებმა კარგად იციან, რომ მათ განვითარებაზე მუდმივად მზრუნველი პროექტი ყოველთვის დგას განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე.
განსაკუთრებით საამაყოა ის, რომ მოსწავლეების მიზანსწრაფულობა და მონდომება დღითიდღე თვალშისაცემი ხდება, რაზეც მეტყველებს ქარცეფის საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტირებაში. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ ერთგულ იზრუნელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.