„გახდი დედამიწის სუპერგმირი“ - სიღნაღის საჯარო სკოლაში ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
30-03-2021
დაკოპირებულია
-
+
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის სიღნაღის საჯარო სკოლამ ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე აღნიშნა.
სკოლის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართა.
„აღნიშნული მიზნად, დედამიწის ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და ნარჩენების გადამუშავების აუცილებლობის შესახებ, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა. გახდი დედამიწის სუპერგმირი - დაახარისხე, ხელახლა მოიხმარე, გადაამუშავე“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.