მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის პედაგოგმა ანნა პეტროსიანმა IV კლასის მოსწავლეებთან, საგანში - მე და საზოგადოება, საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილი სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა.
„გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეების ცოდნის, აზრის, ლოგიკის, სიტყვათამარაგის ამაღლება. მოსწავლეებმა გაკვეთილზე წარმოადგინეს თავიანთი საყვარელი და წაკითხული მხატვრული წიგნები. ბიბლიოთეკარსა და მასწავლებლის - ანნა პეტროსიანის რჩევით მათ უნდა აიღონ ბიბლიოთეკიდან მხატვრული წიგნები და წაიკითხონ, რადგან ბიბლიოთეკაში არის განსაკუთრებული წიგნები, რომელთა შეძენა შეუძლებელია.
წიგნი ჩვენი ნათესავია ჩემო პატარავ!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები