„წინ მომავალი გამარჯვებებისკენ“ - ქუთაისის N40 საჯარო სკოლა მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
20-05-2021
დაკოპირებულია
-
+
„გვჯერა, თითოეული თქვენგანი ეცდებით ასახელოთ, სკოლა, ოჯახი და ქვეყანა“ - ამ სიტყვებით ქუთაისის N40 საჯარო სკოლა მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
„დღეს სკოლებში ბოლო ზარი ირეკება. ჩვენო მეთორმეტეკლასელებო, სკოლაში გატარებული 12 წელი სასიამოვნო მოგონებად იქცევა. თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება, სკოლაში მიღებული ცოდნა უნდა გამოავლინოთ და საოცნებო პროფესიის დასაუფლებლად რთულ გზას დაადგეთ.
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებო, სკოლის მასწავლებლები და ადმინისტრაცია გილოცავთ სკოლის დამთავრებას. გვჯერა, თითოეული თქვენგანი ეცდებით ასახელოთ, სკოლა, ოჯახი და ქვეყანა.
გისურვებთ წარმატებებს, სწორი არჩევანის გაკეთებას და დასახული მიზნების ასრულებას. წინ მომავალი გამარჯვებებისკენ!“ - ვკითხულობთ სკოლის მისალოც ტექსტში.