სიახლეები
სკოლები

„თქვენ უკვე შემდგარი, ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქეები ხართ“ - ჩაოს საჯარო სკოლა მე-12 კლასის მოსწავლეებს ემშვიდობება
21-05-2021
-
+


„თქვენ სკოლის კედლებში ისწავლეთ კაცთმოყვარეობა, ერთმანეთის გატანა და ის, რომ  ერთმანეთის მხრებით უნდა გავიტანოთ ეს ცხოვრება“, - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მე-12 კლასის მოსწავლეებს სიყვარულით სავსე სიტყვებით ემშვიდობება და მომავლის გზას ულოცავს.

„მე-19 „ბოლო ზარი“დაირეკა  ჩაოს საჯარო სკოლაში - პანდემიის გამო, უჩვეულო და  განსხვავებული.  კიდევ ერთი ახალი თაობა გავუშვით ცხოვრების ფართო გზაზე.

სკოლას ორი კურსდამთავრებული ჰყავს, მარი ლაბაძე და ანუკი ცეცხლაძე. ამაღელვებელი დღეა!
გულწრფელად გვინდოდა ჩახუტება, მაგრამ არ შეგვიძლია. თქვენი პერანგების  გაფერადება ჩვენი სიყვარულიანი სურვილებით
მაინც შევძელით.

ჩემო ანა და მარი! 12 წლის განმავლობაში სკოლის კედლებში თქვენ შეიძინეთ აკადემიური ცოდნა და საუკეთესო უნარები, რომელსაც მომავალში წარმატებების მისაღწევად და ცხოვრებაში დასამკვიდრებლად გამოიყენებთ.
თქვენს ყველა წარმატებას დაუღალავი შრომით მიაღწიეთ. ეს დღე განსაკუთრებულია თქვენთვის, რადგან ცხოვრების ერთი ეტაპი დაასრულეთ და სტარტს იღებთ ახალი გამოწვევებისთვის.

თქვენ,  სკოლის კედლებში ისწავლეთ კაცთმოყვარეობა, ერთმანეთის გატანა და ის, რომ  ერთმანეთის მხრებით უნდა გავიტანოთ ეს ცხოვრება, ერთად ყველაფერს შევძლებთ. თქვენ ხომ დღეს ბავშვობისა  და მოსწავლეობის ეტაპი დაასრულეთ.
ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც განსაზღვრავს თქვენს მომავალს. თქვენ, დღეიდან თქვენი თამამი სიტყვა უნდა თქვათ ცხოვრებაში, თქვენში დიდი სულიერი საზრდო და ფასეულობებია. უკვე შემდგარი, პროგრესულად და ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქეები ხართ.
ნათლად ვხედავთ თქვენს გაბრწყინებულ სახეებს: ემოციებს,  განცდებს, რწმენასა და იმედებს. აღტაცებას და ამავდროულად ვხედავთ გულისტკივილსაც!

უჩვეულო ვითარებაში გვიწევს დღევანდელი დღის აღნიშვნა, თუმცა შეგვიძლია ყველაფერი პოზიტიურად დავინახოთ.
თქვენ  მაინც გაქვთ ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ბოლო ზარი. ზარი, რომელიც განსაკუთრებული სიმძლავრით და სიძლიერით რეკავს. ზარი, რომელიც არამარტო სკოლის კედლებში ისმის, არამედ მისი ხმა სწვდება სოფელს, მუნიციპალიტეტს და მთელ ქვეყანას. ეს ჟღერადობა გამოწვეულია იმ სიამაყით, რომელსაც განვიცდით თითოეული ჩვენთაგანი. შეუფასებელია თქვენი პედაგოგებისა და მშობლების წვლილი იმ  წარმატებების მიღწევაში, რომელიც სკოლას დღემდე ჰქონია.
გზა გვინდა დაგილოცოთ ახალგაზრდებო!

ჯანმრთელობა, მტკიცე სული, მშვიდი, გაწონასწორებული მდგრადი ფსიქიკა , ნათელგონიერი განსჯა-განჭვრეტის უნარი, სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი და მაღალი პროფესიონალიზმი გვინდა გისურვოთ. ყოველთვის ყოფილიყავით თქვენი საქმის მაღალი კვალიფიციური სპეციალისტები. რაც მთავარია გვინდა, რომ  თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს მოჰფინოთ. დაგეპყროთ და დაგელაშქროთ წარმატების ბევრი მწვერვალი.
გისურვებთ ცხოვრების ყველა ეტაპზე გამარჯვებას! მომავალი თქვენია! გვიყვარხართ. გვეამაყებით და გვეიმედებით!“ - ვკითხულობთ სკოლის ადმინისტრაციის მისალოც წერილში.

სკოლას ამაღელვებელი სიტყვებით 2021 წლის კურსდამთავრებულებიც დაემშვიდობნენ:

„დღეს ის დღეა, რომელსაც მთელი 12 წელი გულით ველოდით, მაგრამ სამწუხაროდ, დიდად არ გვიხარია მაინც, რადგან ვემშვიდობებით ჩვენს ბავშვობას და ჩვენს ძვირფას პედაგოგებს რომლებმაც დღევანდლამდე მოსვლაში დაგვეხმარეთ. მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ სითბოს, სიყვარულისა და მზრუნველობისთვის. ყველანი ძალიან გვიყვარხართ და გაფასებთ. გპირდებით რომ მთელი ცხოვრება შევეცდებით გავამართლოთ თქვენი იმედები.ის ამაგი რაც თქვენ ჩვენთვის გაქვთ გაღებული შეუფასებელია. ამიტომ გემშვიდობებით დროებით მომავალ შეხვედრამდე. თქვენი გამორჩეული ბავშვები: ანუკი და მარი, მადლობა კიდევ ერთხელ ამ ტკბილი წლებისთვის, რომლებიც თქვენთან გვაკავშირებს, განსაკუთრებული სიყვარულით კი მინდა მოვიკითხო ჩვენი უცხოეთში მოღვაწე მზისა ფონტრელი. მასწავლებელო, ძალიან გვიყვარხართ და გვენატრებით. თქვენ ჩვენი ერთ-ერთი უსაყვარლესი მასწავლებელი ხართ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ“, - ვკითხულობთ მე-12 კლასის მოსწავლეების წერილში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
რომელი საგნის ჩაბარების მსურველთათვის შეიცვალა წესები - იტალიურის მასწავლებლები ტესტირებას სხვა  პედაგოგებთან ერთად გაივლიან
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
სად და როგორ უნდა დაწეროთ საპრეტენციო განაცხადი დირექტორობის კანდიდატებმა
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეები თამაშში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის არსი და ორი ისტორიული მნიშვნელობა
„მსგავსი ღონისძიებები, მოსწავლეთა ცოდნის დონის გასაღრმავებლად, ყოველთვის მათი მაღალი მოტივაციითა და ჩართულობით ხორციელდება“
საინტერესო
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
საზოგადოება