სიახლეები
სამასწავლებლო

„უნივერსიტეტში ჩარიცხვისას გათვალისწინებული უნდა იყოს სკოლის საშუალო ნიშანი“- ჯულიეტა ზაქაიძე, ორგორის საჯარო სკოლის დირექტორი
21-05-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს, რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა - ამ და სხვა საკითხებზე  etaloni.ge ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლის დირექტორის, ჯულიეტა ზაქაიძის მოსაზრებებს გთავაზობთ:

 - როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა ?

 - ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს გათვალისწინებული სკოლის საშუალო ნიშანი, განსხვავებით მასწავლებლის რეკომენდაციისაგან.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს ? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად ?
                     
 - აბიტურიენტმა მომავალი პროფესიის არჩევისას, ყურადღება უნდა მიაქციოს იმას,თუ რამდენად გამოიყენებს არჩეულ პროფესიას სამომავლოდ.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

 - საექსპერტო კომისიამ უნდა გაითვალისწინოს კომპეტენტური პირების აზრი.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?  
 
 - აუცილებელია სავალდებულო დანერგვა, მასწავლებლებიც თანდათანობით ეჩვევიან ელექტრონულ ჟურნალში მუშაობას.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?   

 - ეს დროებითია და მომავალში გვექნება უკეთესი პირობები.

კომენტარები


ეტალონი
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
რომელი საგნის ჩაბარების მსურველთათვის შეიცვალა წესები - იტალიურის მასწავლებლები ტესტირებას სხვა  პედაგოგებთან ერთად გაივლიან
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
სად და როგორ უნდა დაწეროთ საპრეტენციო განაცხადი დირექტორობის კანდიდატებმა
სკოლებში დასვენების დღეები 3 მაისიდან 7 მაისამდე გაგრძელდება
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის არსი და ორი ისტორიული მნიშვნელობა
„მსგავსი ღონისძიებები, მოსწავლეთა ცოდნის დონის გასაღრმავებლად, ყოველთვის მათი მაღალი მოტივაციითა და ჩართულობით ხორციელდება“
„ქართული მარტო ენაა?! კიდევ ერთხელ გილოცავთ დედაენის დღეს! დღეგრძელი იყავ ენავ დედაო!“, - ამ სიტყვებით კი დასრულდა ღონისძიება
სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია
საინტერესო
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
საზოგადოება