მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალს გერმანელი სტუმარი ეწვია. მონიკა ჰიომბერგი მოსწავლეებს შეხვდა და მათთვის ჯანსაღი კვების შესახებ სემინარი ჩაატარა.
სემინარზე საუბარი შეეხო კვების როლს და გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე. მოსწავლეებმა რჩევები მიიღეს, თუ როგორ შეადგინონ სწორი კვებითი რაციონი და დაგეგმონ რეჟიმი.
შეხვედრა სკოლა „პროგრესის“ გერმანული ენის მასწავლებლის, ნათია ჯანჯღავას ორგანიზებით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები