სიახლეები
სკოლები

„გვჯერა, ბევრჯერ გვექნება თქვენით სიამაყის განცდის საბაბი!“ - თბილისის N192 საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებს გზას ულოცავს
21-05-2021
-
+


ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს  სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც.

ბოლო ზარი დაირეკა თბილისის N192 საჯარო სკოლაშიც და ბავშვები ცხოვრების ახალ ასპარეზზე დიდი სიყვარულით გააცილეს.

მნიშვნელოვანი, ამაღელვებელი და ბედნიერი დღე ყველა მეთორმეტეკლასელისთვის!

ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო!

12 წელი ვიარეთ ერთად, ერთი გზით. ამ ხნის მანძილზე თქვენ გაიზარდეთ, შეიცვალეთ, განვითარდით, ბევრი რამ გააცნობიერეთ, შეისწავლეთ, ქართული „გემრიელი“ გამოთქმა რომ გამოვიყენოთ - დადუღდით, დაღვინდით და ახლა ჩვენ, თქვენი მასწავლებლები, მშობლები და გულშემატკივრები, რომლებსაც ასევე მოგვემატა წლები და გამოცდილებაც, ვუყურებთ თქვენს განათებულ, ლამაზ, გაბრწყინებულ სახეებს და ორგვარი საპირისპირო გრძნობა ებრძვის ერთმანეთს: ერთი - გულისწყვეტა იმის გამო, რომ ტოვებთ სკოლის კედლებს და მეორე - სიხარული, რომ გადადიხართ ცხოვრების ახალ, მეტად საპასუხისმგებლო ეტაპზე, რომ უკვე გაიზარდეთ და თითქმის თანატოლებივით შეგვიძლია გავაგრძელოთ ურთიერთობა. დღეიდან ჩვენზე აღარაფერია დამოკიდებული, მხოლოდ რჩევა შეგვიძლია მოგცეთ, გზა დაგილოცოთ და უღრუბლო მომავალი გისურვოთ. 
დაე, თქვენი გზა მომავლისკენ ყოფილიყოს კეთილი იდეებით განათებული, ბევრი სირთულე შეგხვდებათ, ეს იცოდეთ, მაგრამ ადამიანი სწორედ ამ სირთულეების გადალახვისას იზრდება და ვითარდება.

ჩვენ გვჯერა, რომ ბევრჯერ გვექნება თქვენით სიამაყის განცდის საბაბი!“, - აღნიშნულია თბილისის N192 საჯარო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
აქტივობები ძალიან საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული იყო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება