სიახლეები
სკოლები

„თქვენ გვასწავლეთ პირველი ნაბიჯები“ - იმერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის ემოციური წერილი პედაგოგებს
21-05-2021
-
+


„თქვენი დამსახურებაა, რომ ჩვენ ვიცით ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და დაფასება“ - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, სოფია დავლაძე სკოლის პედაგოგებს ემოციური წერილით ემშვიდობება.

„არ მჯერა, რომ უკვე ამ სტატიას ვწერ ანუ უკვე სკოლა დავამთავრე. ეს არის ყველაზე მძიმე და ამავდროულად ძალიან სასიამოვნო მომენტი. ჩვენ გავიზარდეთ თქვენნაირი ადამიანების ხელში, თქვენ გვასწავლეთ პირველი ნაბიჯები; თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ ვართ აქ; თქვენ გვასწავლეთ მეგობრობა, სიყვარული და ადამიანობა.

თქვენი დამსახურებაა, რომ ჩვენ ვიცით ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და დაფასება. ეს 12 წელი დაუვიწყარი და ძალიან სასიამოვნო იყო. მე ვამაყობ, რომ ამ სკოლის მოსწავლე ვიყავი. თქვენ ჩვენში იმდენი შრომა გაქვთ ჩაქსოვილი და იმდენი ენერგია გაქვთ ჩვენზე დახარჯული, რომ შეუძლებელია ეს ყველაფერი რაიმეთი ავანაზღაუროთ და ძალიან დიდ, უსაზღვრო მადლობას გიხდით ამისთვის. ვამაყობ რომ თქვენ იყავით ჩემი პედაგოგები, ვამაყობ რომ მერქმევა იმერის საჯარო სკოლის მოსწავლე.  მე ვამაყობ თქვენით და ძალიან მინდა, რომ თქვენი იმედები არ გავაცრუო. მინდა, რომ თქვენც იამაყოთ ჩვენით. ძალიან მიყვარხართ და ძალიან მომენატრებით,“ - წერს მოსწავლე.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის - „სახატეები“
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება