სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

როგორ მოვამზადოთ ბავშვი დისტანციური სწავლებისთვის
27-08-2021
-
+


დღევანდელი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, რთულია ვიფიქროთ, რომ სასწავლო პროცესში საკლასო ოთახებში განახლდება. დისტანციური სწავლება ყველა ბავშვისთვის რთულია, განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის. გთავაზობთ უცხოელი ექსპერტების რამდენიმე რჩევას, თუ, როგორ უნდა მოამზადოთ ბავშვი ონლაინ-სწავლებისთვის. 


  • მშობლის სწორი მიდგომა

ძალიან მნიშვნელოვანია, თავად მშობელს, როგორი მიდგომა აქვს ონლაინ-სწავლებასთან დაკავშირებით. ზოგადად, ბავშვზე დიდი გავლენას ახდენენ მშობლი, მისი აზრი და საუბარი, ამიტომ, შეეცადეთ სწავლების ეს მეთოდი არასოდეს მოიხსენიოთ ნეგატიურად. თუ ასე მოიქცევით, მაშინ ბავშვი დაიანხავს, რომ დისტანციურ სწავლებაში ცუდი არაფერია და უფრო გულმოდგინეთ შეუდგება საწავლას. ბავშვს უნდა დავეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, რომ დისტანციური სწავლება გაიგივებულია სკოლასთან.

  • გამოყავით ადგილი დისტანციური სწავლებისთვის
ეცადეთ, სახლში ბავშვს გამოუყოთ მშვიდი, წყნარი ადგილი, საიდანაც შეძლებს ონლაინ ჩართვას. მისი კუთხე დაეხმარება უკეთ კონცენტრაციაში. ზრდასრული ადამიანისთვისაც რთულია ოჯახთან ერთად დისტაცნიურად მუშოაბა ან ტრენინგზე დასწრება. ამიტომ, ბავშვი, რომ მობილიზებული იყოს უმჯობესია, საკუთარი კუთხე ჰქონდეს „დისტანციური სკოლისთვის.“

  •  პოზიტიური დამოკიდებულება
ბავშვს აუხსენით, რომ დისტანციური სწავლება არის დროებითი. უამბეთ მისი საჭიროების შესახებ - რატომ მოხდა ასე. ხშირად გაუმეორეთ, რომ აუცილებლად დაბრუნდება სასკლასო ოთახში და ეს მდგომარეობა დროებითია. ასევე, აუხენეით, რომ ეს ეხება ყველა მოსწავლეს და არამხოლოდ მას.

  • დააინტერესეთ ბავშვი

ხშირად გაამახვილეთ ყურადღება, თუ რისი საშუალებას იძლევა დისტანციური სწავლება. მაგალითად: მასწავლებელს შეუძლია საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას ფილმი ჩართის და მისი დახმარებით აუხსნას კონკრეტული საკითხი, ასევე საინტერესო პრეზენტაცია მოამზადოს...უამბეთ ყველა რესურსზე და შესაძლებლობაზე, რომელსაც ეს მეთოდი იძლევა.

  • ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა

საკლასო ოთახში ყოფნა და საგაკვეთილო პროცესში ჩართვა, ყველასთვის სასურველია, როგორც მოსწავლესთვის, ასევე მშობლისთვის და მასწავლებლისთვის, მაგრამ არსებულმა მდგომარეობამ გვაიძულა დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენება. ეს სიახლე იყო ყველასთვის, რომელმაც ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას შეუწყო ხელი. ამ მიმართულებით გააკეთეთ აქცენტი ბავშვთან საუბრისას - მათ შეუძლიათ საკუთარ თავში ახალი ძალების და შეძალებლობების აღმოჩენა.

  • თანაკლასელებთან ურთიერთობა

თქვენს შვილს აუხენეით, რომ მას თავისუფლად შეუძლია თანაკლასელებთან ურთიერთობა, მათან საუბარი და თამაშიც კი. აუციელებლად მიეცით მას ამის შესაძლებლობა და ხელი შეუწყვეთ, რომ თანაკლასელებთან ურთიერთობა ხშირად ჰქონდეთ. მიეცით უფლება ისაუბრონ და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი შეხედულებები, თუნდაც დისტანციურ სწავლასთან დაკავშირებით.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება