სიახლეები
საინტერესო

7 უსარგებლო სასკოლო შენაძენი, რომელიც მხოლოდ ზურგჩანთას დაამძიმებს
27-08-2021
-
+


ახალ სასწავლო წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, შესაბამისად სასკოლო სამზადისისთვის განკუთვნილი დროც იწურება. მშობლები სასკოლო ნივთების სიებს ადგენენ და ხარჯებს ანგარიშობენ. მაგრამ ხშირად საყიდლების ნუსხაში ხვდება ნივთები, რომლებიც შემდგომ მხოლოდ ზურგჩანთას თუ ამძიმებს. ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ 7 უსარგებლო სასკოლო შენაძენი განვიხილოთ.

რამდენიმეგანყოფილებიანი პენალი

ათობით კალმით, რამდენიმე საშლელით და სხვა საკანცელარიო ნივთებით გატენილი პენალი მოსწავლის ისედაც მძიმე ზურგჩანთას კიდევ უფრო დაამძიმებს. უკეთესია წინასწარ დავაზუსტოთ ბავშვი გაკვეთილებზე რეგულარულად რამდენ ფანქარსა და კალამს გამოიყენებს და მცირე ზომის, მაგრამ კომფორტული პენალი ავირჩიოთ. ხატის გაკვეთილებისთვის კი ცალკე ფანქრების შესანახი ავიღოთ, რომელსაც ბავშვი სკოლაში მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში წაიღებს.

სახაზავების ნაკრები

სამკუთხა სახაზავი, ტრანსპორტირი, ლითონის სახაზავი - ასე აღჭურვილი მოსწავლეები საინჟინრო ინსტიტუტში თუ ისწავლიან. პრაქტიკაში ბავშვები კი მხოლოდ ჩვეულებრივ სახაზავს გამოიყენებენ და ზოგიერთ შემთხვევაში ტრანსპორტირს, ისიც საშუალო და საბაზო საფეხურზე.

ძვირადღირებული სახატავი ნივთები

სკოლის მოსწავლეს არ სჭირდება ძვირადღირებული ზეთის საღებავები, რომლის გამოყენების უფლება გაკვეთილზე შეიძლება არც კი მისცენ. თუ ბავშვი პატარაა, მაშინ, ბევრ ნივთს, სავარაუდოდ, დაკარგავს ან გააფუჭებს. არ არის საჭირო ძვირადღირებული საღებავებისა და ფუნჯების ყიდვა, მაშინ როცა გაკვეთილზე შესაძლოა მხოლოდ უბრალო ფანქრები გამოიყენოს.

საგნობრივი ენციკლოპედია

თანამედროვე მოსწავლეს ქაღალდის ენციკლოპედია ნაკლებად სჭირდება, როდესაც არსებობს ელექტრონული რესურსები. ამასთან სქელყდიანი ენციკლოპედიები სახლში ალბათ ყველას მოგვეპოვება, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოსწავლე მას გამოიყენებს, რადგან მისთვის ინტერნეტში მოძებნა ბევრად მარტივი და მოსახერხებელია.

სახელმძღვანელოების გადასაკრავები

სახელმძღვანელოს ყდის გადასაკრავები, ერთი შეხედვით გამოსადეგი ნივთი ჩანს. მაგრამ თუ თქვენ მათ წინასწარ შეიძენთ, არსებობს რისკი, რომ მათი ნაწილი წიგნების ფორმატს არ დაემთხვევა. ამიტომ უკეთესია შეძენა სწავლის დაწყებამდე გადადოთ.

ჩასანიშნი წებოვანი ფერადი ფურცლები, საშლელების ნაკრები, საკანცელარიო სამაგრები 

საკანცელარიო მაღაზიაში მოხვედრისას, ბავშვები სხვადასხვა ფერის ჩასანიშნი წებოვანი ფურცლებისა და საკანცელარიო სამაგრების ყიდვას ითხოვენ, რომელთაც ნაკლებსავარაუდოა, რომ დანიშნულებისამებრ გამოიყენებენ. ასეთი ნივთები ჩვეულებრივ მოსწავლის სამუშაო მაგიდაზე იმტვერება.

სანიშნები

ეს კიდევ ერთი შენაძენია, რომელიც ტრადიციულად სასწავლო წლის დაწყებიდან მალევა ნაგვის ურნაში ხვდება.


კომენტარები


ეტალონი
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
რა შემთხვევაში დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხა და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადებას - ყველა დეტალი
სააღმდგომოდ საბავშო ბაღებში ფულადი ჯილდო შესაძლოა წელსაც გაიცეს - განმარტება 
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
რომელი საგნის ჩაბარების მსურველთათვის შეიცვალა წესები - იტალიურის მასწავლებლები ტესტირებას სხვა  პედაგოგებთან ერთად გაივლიან
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
გურამ მარკოიძე პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული
ჩატარდა კონკურსები : კალიგრაფიის, კითხვის - „ვინ არის კარგი მკითხველი“, „საუკეთესო დეკლამატორი“
კალიგრაფთა კონკურსში თავი ისახელეს მე-9 კლასის მოსწავლე ქეთევან ურუშაძემ და მე-8 კლასელმა - ნია სირაძემ
საინტერესო
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
საზოგადოება