სიახლეები
სიახლეები

ეკატერინე დგებუაძე აიცრა
29-08-2021
-
+

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. იგი ფაიზერის მეორე დოზით ბათუმში აიცრა.

ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილემ პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა 46% ვაქცინირებულია. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ეკატერინე დგებუაძემ თითოეულ მასწავლებელს მადლობა გადაუხადა. 

„პანდემიის პირობებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს გარანტი მხოლოდ სასკოლო საზოგადოების ვაქცინაციაა, ამიტომ აუცილებელია მასობრივი ვაქცინაციის პროცესში  ყველა რგოლი ჩაერთოს. ამით თითოეული ჩვენგანი ხელს შევუწყობთ პანდემიის სწრაფად დასრულებას“,- განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

განათლების სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს თბილისსა და რეგიონებში. საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც სასურველი ვაქცინით აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო

საზოგადოება