ვაიოს საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
30-08-2021
დაკოპირებულია
-
+
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, შენობის სახურავის და ფასადების რეაბილიტაცია, ასევე ახალი საქვაბე მეურნეობის და ტერიტორიის სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ვაიოს საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული სკოლის შენობით შეხვდება და მოსწავლეები და პედაგოგები კეთილმოწყობილ შენობაში განაგრძობენ სწავლას.