სიახლეები
საინტერესო

მასწავლებლის ტვინის კვება - რჩევები დაკავებული პედაგოგებისთვის
03-01-2022
-
+


მასწავლებლობა რთული და დატვირთული პროფესიაა. ერთი სასკოლო დღის განმავლობაში, პედაგოგმა ასობით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და სწრაფად უპასუხოს უამრავ მოულოდნელ შეკითხვას. ეს პროფესია დიდ ენერგიას მოითხოვს, ამიტომ აუცილებელია, რომ მასწავლებლებმა თავიანთი ტვინი და სხეული სწორად შერჩეული საკვებით მოამარაგონ.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებს ცხოვრების დატვირთული რეჟიმის გამო არ აქვთ იმის დრო, რომ ჯანსაღ კვებაზე იფიქრონ, საკვები დაახარისხონ და თან მათი ენერგეტიკული ღირებულება შეამოწმონ.

სამწუხაროდ, რაც უფრო ნაკლებს ვფიქრობთ იმაზე, თუ რას ვჭამთ, მით უფრო უარესია ეს ჩვენი ორგანიზმისათვის.

პედაგოგები ხშირად ვერ ახერხებენ, რომ სამსახურში წასაღები საკვები წინასწარ მოამზადონ, რადგან ეს ყველაფერი დიდ დროს მოითხოვს. ჩვენ გაგიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ იკვებოთ მარტივად და თან, მთელი დღის განმავლობაში ენერგიულები იყოთ.

აუცილებელია, საკვებ რაციონში ხილი და ბოსტნეული შედიოდეს. ამიტომაც შეგიძლიათ, რომ სახლიდან ცოცხალი ხილი წაიღოთ და შესვენებაზე მიირთვათ. გთავაზობთ, იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მირთმევასაც სკოლაში ძალიან მარტივად შეძლებთ.

  • ხილი მაგალითად, ვაშლი, ბანანი, მსხალი, მარწყვი...
  • მოხარშული კვერცხი;
  • ხილის სმუზი;
  • ბოსტნეული: სტაფილო, კიტრი, პომიდორი;
  • თხილი, ნიგოზი, ნუში;
  • რძის ნაწარმი: კეფირი, იოგურტი, მაწონი, არაჟანი...

ასე დღის განმავლობაში თქვენი გონებაც და ორგანიზმიც ენერგიით სავსე იქნება და შეძლებთ, რომ სკოლაში დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვათ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ამ დღესთან დაკავშირებით, VIII კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა“
სკოლაში ასევე გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც ყველა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ 
დღე ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი დღე იყო პატარებისთვის, საინტერესო და სახალისო აქტივობებით დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე საუკეთესოდ აისახა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება